ირაკლი კობახიძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“: ფულს იღებენ სახელმწიფოს მტრობაში – ეს არის მთავარი კორუფცია, რაც შეიძლება, ადამიანმა გააკეთოს
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. საკუთარ კორუფციას უნდა მიხედოს ამ ორგანიზაციამ. ფულს იღებენ სახელმწიფოს მტრობაში – ეს არის მთავარი კორუფცია, რაც შეიძლება, ადამიანმა გააკეთოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც ყოველგვარი ფაქტების გარეშე ხდება სასამართლოს სტიგმატიზაცია, ეს არის სახელმწიფოს მტრობის მორიგი გამოხატულება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. საკუთარ კორუფციას უნდა მიხედოს ამ ორგანიზაციამ. ფულს იღებენ სახელმწიფოს მტრობაში – ეს არის მთავარი კორუფცია, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მე ღირსადაც ვერ ჩავთვლი ამ ორგანიზაციას, რომ რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მათთან დაკავშირებით. როდესაც ყოველგვარი ფაქტების გარეშე ხდება სასამართლოს სტიგმატიზაცია, ეს არის სახელმწიფოს მტრობის მორიგი გამოხატულება“, – აცხადებს კობახიძე.