ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა 2012 წლის შემდეგ არის ფუნდამენტურად გაუმჯობესებული

ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა 2012 წლის შემდეგ არის ფუნდამენტურად გაუმჯობესებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, იმ ომის არაფორმალური სარდალი იყო გიგი უგულავა და მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები, 2,5 დღეში წააგეს ომი. რეალურად, 8 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო ომი, 7 აგვისტოს ღამეს, როგორც ეროვნული საბჭოს რეზოლუციაში წერია და 10 აგვისტოს სააკაშვილმა ცალმხრივად გამოაცხადა კაპიტულაციის შესახებ. არა ჯარისკაცებმა, არამედ სააკაშვილმა წააგო ეს ომი 2,5 დღეში. ამის შემდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად გაძლიერდა. სისტემა არის მოწესრიგებული. მადლობა ღმერთს, უგულავა აღარ არის ჯარის სარდალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები