ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილების შესახებ, თუ რას დაეფუძნა პრეზიდენტი მის შენიშვნებში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს გამოეხმაურა.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილების შესახებ, თუ რას დაეფუძნა პრეზიდენტი მის შენიშვნებში, დაეყრდნო თუ არა ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, ვინაიდან თუკი ასეთი გამოცდილება იქნებოდა გათვალისწინებული მისი მხრიდან, ასეთი სახის შენიშვნები არ იქნებოდა წარმოდგენილი. არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის, არც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ იცნობენ ისეთ პრინციპს, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირების არჩევა ხდებოდეს 6 თვეში ერთხელ“, – აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები