ნინო წილოსანი – ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე: 3 დღით ადრე მომივიდა მოწვევა, ვერ გადავაწყვე გეგმები, ალბათ, პრეზიდენტს არ სურდა – მივსულიყავით

“ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თავად არ სურდა მის მიერ ორგანიზებულ, ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე “ოცნების” წევრების მისვლა.

“სამწუხაროდ, 3 დღით ადრე მეცნობა და ასეთ მოკლე შემთხვევაში ვერ მოვახერხე, რომ გადამეწყო ჩემი გეგმები. სამწუხაროდ, სამი დღით ადრე რომ გამოაგზავნი მოწვევას კონფერენციაზე, რომელიც გაცილებით ადრე იგეგმებოდა, ყველა სხვა დანარჩენს, რომ დიდი ხნით ადრე მიუვიდა, ალბათ, თავად არ სურდა, რომ მივსულიყავით”, – აღნიშნა წილოსანმა ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ქალთა საერთაშორისო კონფერენცია პირველ ივლისს გაიმართა.

პრეზიდენტის განცხადებით, მას ძალიან უკვირს, რომ უმრავლესობიდან, მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა მისვლა. „ეს ხომ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება არ არის?! ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები