ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში რუსულ ოკუპაციაზე ჩანაწერი დაემატა

30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით კანადაში, ქალაქ ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ტარდება.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი  – ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტს თავმჯდომარეობს, რომლის სხდომებიც 1-3 ივლისს გაიმართა.

კომიტეტმა განიხილა ყოველწლიური ანგარიში და მხარი დაუჭირა რეზოლუციას „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობის გზით”. სხდომაზე ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა ინიციატივა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაწერილიყო შემდეგი პუნქტი: „ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებას და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც განპირობებულია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევით, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციით, ქართული კვალის წაშლით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათი სახეცვლილებით ორივე ოკუპირებულ რეგიონში, რაც თავის მხრივ, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის და „რუსიფიკაციის” პოლიტიკის უშუალო შედეგს წარმოადგენს.”
კომიტეტის წევრებმა რეზოლუციაში ამ პუნქტის დამატებას მხარი ერთხმად დაუჭირეს .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები