გია ვოლსკი: ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ რუსეთში ვითარების დაძაბვა იყო წინაპირობა, საქართველომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს პროცესია, რომელსაც მუდმივად მხარს უჭერს რადიკალური ოპოზიცია
ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ რუსეთში ვითარების დაძაბვა იყო იმის წინაპირობა, საქართველომ თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. ეს არ არის ახალი თემა ან მოგონილი, ნოუ ჰაუ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს არის ის პროცესი, რომელსაც მუდმივად მხარს უჭერს რადიკალური ოპოზიცია და ამის არაერთი მრავალი მაგალითი არსებობს.
„ოპოზიციის მხრიდან აღტაცება ნამდვილად ვიხილეთ, პროცესები ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა. რასაკვირველია, მოგონილი არაფერია. ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ რუსეთში ვითარების დაძაბვა იყო იმის წინაპირობა, საქართველომ თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. ეს არ არის ახალი თემა ან მოგონილი, ნოუ ჰაუ. ეს არის ის პროცესი, რომელსაც მუდმივად მხარს უჭერს ე.წ. ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია. ამის არაერთი მრავალი მაგალითი არსებობს. ოპოზიციის მხრიდან არასერიოზული დამოუკიდებლობის გარდა, იყო მავნებლური პოლიტიკის გამეორება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.