“აფხაზეთი ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო თანამშრომლობას განიხილავს” – არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა “სამუშაო ვიზიტით ჩრდილოეთ კვიპროსზე” ჩავიდა.

როგორც მან მედიას უთხრა, “აფხაზეთი ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს”.

არძინბამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს საერთაშორისო სანქციებისა და სახელმწიფოს ნაწილობრივი აღიარების კონტექსტში.

ე.წ. მინისტრს ვიზიტისას რუსი სენატორი, ალექსანდრე ნეკრასოვი ახლდა, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა ტურისტებისა და პერსპექტივის თვალსაზრისით, გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები