გია ცაგარეიშვილი: პრეზიდენტი დღეს ოპოზიციაშია; მე რა სალომე ზურაბიშვილსაც ვიცნობდი, სამწუხაროდ, იმისგან ნატამალიც აღარ დარჩა
პრეზიდენტი დღეს ოპოზიციაშია. მე რა სალომე ზურაბიშვილსაც ვიცნობდი, სამწუხაროდ, იმისგან ნატამალიც აღარ დარჩა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მომაწონოს თავი, ღმერთმა დამიფაროს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „იმედი Live“-ში.
„პრეზიდენტი დღეს ოპოზიციაშია. თავისი პოზიციით, ქმედებებით, ის არის ოპოზიციაში. ძალიან უკან მოუხედავად იმ მილიონ ორასი ათას ადამიანს, ვინც ხმა მისცა მას, ჩაუდგა ოპოზიციაში. ნიკა გვარამიას შეწყალების გარდა, უამრავ სხვა მოვლენას ვგულისხმობ, მაგალითად მის გუშინდელ საუბრებს, რომ საქართველო არ იყო ღირსი კანდიდატის სტატუსის და ა.შ. თავიდანვე ამბობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ პრეზიდენტი იქნებოდა დამოუკიდებელი, მის საქმიანობაში არ ჩავერეოდით, თუმცა, ახლა ვისზე და რაზეა დამოკიდებული ქალბატონი პრეზიდენტი, ეს ერმა და ბერმა განსაზღვროს. მე რა სალომე ზურაბიშვილსაც ვიცნობდი, სამწუხაროდ, იმისგან ნატამალიც აღარ დარჩა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მომაწონოს თავი, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ასეთი ტრანსფორმაცია არ ვიცი, ვერ გეტყვით რამ გამოიწვია“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.