გია ცაგარეიშვილი: არასოდეს არავისთვის დაგვიყვედრებია ის, რომ ნებისმიერი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე იყო მხოლოდ ჩვენი, პარტიული წარმატება; ეს იყო საქვეყნო წარმატება, ეს იყო ყველას წარმატება
„ვფიქრობ ამ თარიღებს დაემთხვევა პიკი ამ აღვირახსნილობის, სხვა სიტყვას უბრალოდ არ ვიხმარ ახლა. მათ მყარად აქვთ ჩამოყალიბებული, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მიიღო ქვეყანამ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმატება, რომელიც შეიძლება არჩევნების ჟამს გადაითარგმნოს პარტიულ წარმატებაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
“ვერ გავექცევით იმას, რომ ახლა სწორედ „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის სახით და, რა თქმა უნდა, ეს უდავოდ იქნება ხელისუფლების წარმატება. ოღონდ არასოდეს არავისთვის დაგვიყვედრებია ის, რომ ნებისმიერი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე იყო მხოლოდ ჩვენი, პარტიული წარმატება. ეს იყო საქვეყნო წარმატება, ეს იყო ყველას წარმატება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა