მიმაჩნია, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, სააკაშვილს უნდა ჰქონდეს თუნდაც ელექტრონული სამაჯური – პრეზიდენტი
“მიმაჩნია, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს ის პირობები, რაც სხვა ქვეყნებში ნორმალურ პირობებად არის მიჩნეული, თუნდაც ელექტრონული სამაჯური, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის სასჯელი უნდა მოიხადოს და სწორედ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩემი პოზიცია არაერთხელ ვთქვი, რაც გვარამიას კაზუსი არ არის. ჩემი პოზიცია განპირობებულია იმით, რომ ამ საკითხზე საზოგადოება ნამდვილად არის ორად გაყოფილი. ნამდვილად არის საზოგადოების ნაწილი, რომელმაც ის 9 წელი სხვადასხვა ფორმით და კუთხით განიცადა და არ მგონია, რომ შემიძლია მათ მაგივრად შევიწყალო , რაც მოხდა 9 წლის მანძილზე, თუნდაც პენიტენციურ სისტემაში, რაც ამ შემთხვევაში და ამ ბრალდებებში გვარამიას საკითხთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული.
მე ასევე ვთქვი, მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მას უნდა ჰქონდეს ის პირობები, რაც სხვა ქვეყნებში მიჩნეულია, როგორც ნორმალური პირობები, თუნდაც ელექტრონული სამაჯური, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის სასჯელი უნდა მოიხადოს და ამ შემთხვევაში სწორედ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.