უკრაინაში ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა – პრეზიდენტი

“ჩემი უკრაინაში ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა, რიტორიკის პრობლემები ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა, ამან ნეგატიურად იმოქმედა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, ყველამ იცის, რომ მე ჩამოვიყვანე აქ ზელენსკი. ევროკავშირში ავიწყდებათ, რომ ჩვენი „ტრიოცაა“ შექმნილი. გვეუბნებოდნენ, „ტრიოს“ ნუ „აწვებით“, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობა არსებობს და ეს არის მთავარი ფორმატიო. მაგრამ ის ფორმატი ცოტა შერყეულია, რადგან ბელარუსი რა ფორმატში უნდა იყოს, გაუგებარია. ამიტომ ეს ურთიერთობები გრძელდება. ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა.

მე რომ უკრაინაში ჩავდივარ, საქართველო ჩადის, ეს პერსონალური ჩასვლა არაა. რიტორიკის პრობლემები რაც გვაქვს ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა, ამან ნეგატიურად იმოქმედა. ჩვენი კულტურა იყო, რომ შენი მეგობარი როცა ომშია, მასთან არაფერს არჩევ, მის გვერდით დგახარ. ეს არის ჩემი პოზიცია და მგონია, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები