ჩვენი მხრიდან ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულებულია – ნინო წილოსანი
უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულებულია.
„თვითონ ევროკომისიის მიერ დადასტურებული და აღიარებულია, რომ თორმეტიდან სამი სრულად შესრულებულია. ყველა დანარჩენზე ჩვენს პოზიციაზე ირაკლი კობახიძე უფრო დეტალურად ისაუბრებს, რომ მაქსიმალური არის გაკეთებული და ჩვენი მხრიდან ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულებულია. უამრავი წინააღმდეგობის და პროპაგანდის ფონზე, იყო გმირობის ტოლფასი და მე იმედი მაქვს, რომ ეს აისახება სტატუსში“, – განაცხადა წილოსანმა.
4 ივლისს, 10:00 საათზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს. ირაკლი კობახიძე წარადგენს ანგარიშს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე.