ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში რჩება პრობლემები ისეთ საკითხებზე, რომლებშიც ოპოზიციის მონაწილეობაა აუცილებელი – არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ევრორეკომენდაციების შესრულების დეტალურ ანგარიშს წარადგენს. როგორც ის აცხადებს, ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში რჩება პრობლემები ისეთ საკითხებზე, რომლებშიც ოპოზიციის მონაწილეობაა აუცილებელი.
“ჩვენ წარვადგენთ ევრორეკომენდაციების შესრულების დეტალურ ანგარიშს, სადაც საზოგადოება დაინახავს იმ რეკომენდაციებსაც, რომელიც უკვე სრულად დახურულია და რაც ევროკავშირმაც აღიარა, ასევე სხვა რეკომენდაციებზეც ნახავენ მიღწეულ პროგრესს, თუ რა გაკეთდა თითოეული მიმართულებით.
რა თქმა უნდა, იქ რჩება პრობლემები ისეთ საკითხებზე რომლებშიც ოპოზიციის მონაწილეობა, მათი ჩართულობა არის აუცილებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
4 ივლისს, 10:00 საათზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს. ირაკლი კობახიძე წარადგენს ანგარიშს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე.