ქალბატონმა ნინო წილოსანმა და გენდერულმა საბჭომ პირნათლად შეასრულეს საერთაშორისო ვალდებულებები – არჩილ თალაკვაძე

“გვახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებები, როდესაც ქალბატონმა ნინო წილოსანმა და გენდერულმა საბჭომ პირნათლად შეასრულეს საერთაშორისო ვალდებულებები და დანერგეს სტანდარტები”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“ეს იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელზეც აბსოლუტურად დადებითი შეფასება გააკეთა ევროკავშირმა. შესაბამისად, არ არის ეს მეგობრული და სამართლიანი ქცევა, როდესაც წარმატებები აშკარაა და პიროვნული მოსაზრებებიდან გამომდინარე უპირისპირდები ადამიანს, რომელმაც თავისი სამუშაო და მოვალეობა პირნათლად შეასრულა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები