საბალეტო დასის სოლისტი გიორგი მშვენიერაძის ბალეტომანია

           ბალეტომანი – ეს არის სიტყვა, რომელიც გიორგი მშვენიერაძის შესახებ თითქმის ყველაფერს ამბობს. რასაც ვერ ამბობს, ის უნდა ნახოთ. კლასიკური ბალეტის შემსრულებელი ქართული სცენური ხელოვნების გამორჩეული ფიგურაა. სცენაზე და სარეპეტიციო დარბაზში ცეკვისას მოტანილ ემოციებზე და საბალეტო ცხოვრებაზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტი გიორგი მშვენიერაძე გვიყვება.
– როგორი იყო ბავშვობა 90-იან წლებში?
ყველაზე მძაფრი ჩემი ბავშვობიდან ეს 90- წლები იყო, როცა არ მოგვეწოდებოდა ელექტოენერგია და, ამავე დროს, ვიყავი გატაცებული ელექტრონიკით და მქონდა პატარა ტელევიზორი, რომელსაც ვრთავდი ყველანაირ ძველ ელემენტზე (აკუმულატორზე). ამ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ 20 წუთი საყვარელი მულტსერიალისთვის მეყურებინა.
– თუმცა იმ პერიოდშივე დაიწყო შენი წარმატებები სფეროში, რომელსაც დაუკავშირე ცხოვრება…
– 1999 წ. ჩავაბარე თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და მალევე, 2002 მივიღე დიპლომი ნომინაციაში ,,საუკეთესო დებიუტი ” პირველ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე ჭაბუკიანი – ბალანჩინი, თბილისი, საქართველო. 2010, 2011, 2012, 2013, 2014 – ბურნონვილის საზაფხულო აკადემია ბიარიცში (საფრანგეთი) ვისწავლე. 2014 წელს მივიღე ვერცხლის მედალი კლასიკურ ქორეოგრაფიაში და ოქროს მედალი თანამედროვე ქორეოგრაფიაში რიგის ბალეტის საერთაშორისო კონკურსზე ,,Riga Spring “, ხოლო 2007 წლიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის (ბალეტის სოლისტი) ვარ.
– თუმცა სანამ ამ თეატრის სოლისტი გახდებოდი, მრავალი წლის წინ მას პირველად ესტუმრე…10660463_895250513836576_605843619_n
– ჩემი პირველი სტუმრობა ოპერის და ბალეტის თეატრში იყო ჯერ კიდე სსკოლის პერიუდში. თუ არ ვცდები მეოთხე კლასში ვიყავი. სკოლიდან მთელი კლასი წაგვიყვანეს ბალეტის სპექტაკლზე „დონკი ხოტი“.
– ბალეტზე სიარული ბავშვობის ოცნება იყო თუ მოგვიანებით მოსული სურვილი?
– ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მშობლებმა მომიყვანეს. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი სურვილიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. სწავლის პროცესში თანდათან შემიყვარდა ხელოვნების ეს სახებობა და სულ მოკლე ხანში მივაღწიე გარკვეულ წარმატებებს, ვიყავი ერთ- ერთი საუკეთესო მოსწავლე სასწავლებელში. აქედან გამიჩნდა სურვილი, ვყოფილიყავი ბალეტის მსახიობი.
– როგორი იყო სწავლის პროცესი და რა თვისებებს მოითხოვდა შენგან ეს საქმიანობა?
– რაც შეეხება სწავლის პროცესს, ჩემთვის პირადად ეს 8 წელი არ არის ნოსტალგიური, ისეთი, რომ ტკბილად გამახსენდეს. პირველი 3 წელიწადი ნამდვილად ყველაფერი წესრიგში იყო და სწავლის პროცესიც კარგად მიმდინარეობდა. მერე კი 2002 წლის 25 აპრილს 4-ბალიანი მიწისძვრის შედეგად სასწავლებლის შენობა სეროზულად დაზიანდა და სწავლა შეუძლებელი გახდა. დანარჩენი 5 წლიწადი ჩვენ ძალიან მძიმე პირობებში ვიყავით. ავარიულ შენობაში გვიწევდა რეპეტიციები და ეს ძალიან რთული იყო.
– მაგრამ ამან უარი არ გათქმევინა არჩეულ პროფესიაზე… რა იყო ბალეტში ისეთი, რამაც საბოლოოდ „დაგაბა“ სცენაზე…
ბალეტი არის რაფინირებული ხელოვნება თუ შეიძლება ასე ითქვას. ჯერ კიდევ 10-11 წლიდან ჩვენ გვასწავლიან ყველაფერს ძალიან დეტალურად: თავი, ხელი, ტერფი… სად უნდა იყურო, როგორ უნდა დაიჭირო ხელი და ასე შემდეგ. მერე თანდათან ამ ყველაფრისგან შენდება ცეკვა. როგორც მოგახსენეთ, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდი არის 8 წელიწადი. ამ პერიოდში ჩვენ ვსწავლობთ არა მარტო კლასიკურ ბალეტს. სწავლის პროგრამაში შედის სახასიათო ცეკვა, ქართული ცეკვა, ისტორიულ-ყოფითი, ამიტომაც შედარების შანსიც გეძლევა. ჩემი ფავორიტი კი არის კლასიკური ბალეტი.
– რა ემოციები გეუფლება რეპეტიციების დროს და მაშინ, როდესაც უკვე სცენაზე ხარ?10681925_895250537169907_1847145187_n
– სცენაზე გამოსვლის წინ მაქვს მცირე ღელვა მხოლოდ და მხოლოდ და სცენაზე რომ გამოვდივარ ერთად ერთი რასაც ვაფიქსირებ – ეს არის ყურადღების კონცეტრაცია. დანარჩენი ემოციების აღწერა ალბათ არც ერთ ფორმაში არ შეიძლება. რაც შეეხება რეპეტიციებს.. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე შემოქმედებითი პროცესი და ამავე დროს არის ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი.
– რა ხდება მაშინ, როდესაც „არ ხდება ბალეტი“?
– გარდა ბალეტისა მე მაქვს ჰობი: ვებპროგრამირება. ეს გადაიზარდა პროფესიონალურ დონეზე და ამჟამად მე ვარ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვებრესურსის ბალეტის კონტენტის არქივის მფლობელი-შემქმნელი: http://balletoman.com/
– და ბოლოს… რომელია პარტია, რომელიც ჯერ კიდევ ოცნებაშია?
– ჩემი ოცნება არის როლანდ პეტის ბალეტის ცეკვა „ახალგაზრდა და სიკვდილი – Le Jeune Homme et la Mort“ სწორედ ამ პარტიაში მინდა ვიხილო გიორგი მშვენიერაძე.

ნანუკა ალავიძე

10617610_895250527169908_1647348028_n

10660784_895250540503240_1076661696_n

10685150_895250530503241_1223082130_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები