ლონდონში სამართალდამცველებმა რუსული სადაზვერვო სამსახურების დახმარების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში სამართალდამცველებმა რუსული სადაზვერვო სამსახურების დახმარების ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, 48, 45 და 44 წლის მამაკაცების დაკავება დასავლეთ და ცენტრალურ ლონდონში მოხდა.

მათივე ცნობით, ამჟამად დაკავებულთა მისამართებზე ჩხრეკა მიმდინარეობს.

“ეს დაპატიმრებები პირდაპირ კავშირშია ჩვენს მუდმივ ძალისხმევასთან, რათა ხელი შევუშალოთ ამ ტიპის საქმიანობას“, – განაცხადა ლონდონის ანტიტერორისტული პოლიციის უფროსმა, დომინიკ მერფიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები