დავით ქართველიშვილი: გენერალური პროკურატურის ბრიფინგზე გავიგეთ, რომ საუბარია უკანონო შემოსავლებზე, არ გაჟღერებულა სიტყვა ქრთამი, ღალატი და კორუფცია, ამიტომ ვაცადოთ გამოძიებას აწარმოოს საქმე კანონიერების ფარგლებში

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას მედიასთან ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, უმჯობესია საზოგადოებამ თავი შეიკავოს წინასწარი შეფასებებისგან და დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

“ჩვენ გვჭირს რაღაც ფსიქოლოგიური სენი – სოციალურ ქსელებში ვართ ვირუსოლოგებს, პოლიტოლოგებს და ა.შ ყველაფერი ვიცით და ყველგან ვართ. ამ სიტუაციაში, ცოტახნით დავოკდეთ, მივცეთ მოვლენებს ლოგიკური განვითარების საშუალება და დავიჯეროთ, რასაც გვეუბნებიან” – განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ 2004-12 წლების სასჯელაღსრულების სისტემა დღევანდელი სისტემისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და მაშინ გამოძიებასთან თანამშრომლობა და დანაშაულის აღიარება სხვა მეთოდებით ხდებოდა.

“ჩემს პუბლიკაციებში ყოველთვის მოვუწოდებ მკითხველს ვიყოთ კორექტულები და სულსწრაფობით ჩვენი ვარაუდების გაჟღერებისგან თავი შევიკავოთ, დავეყრდნოთ ბრიფინგებს. მხვდება ეპითეტები და შეფასებები, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი მიმართ, სიტყვებით: ღალატი, კორუფცია, ქრთამი და ა.შ – ასეთი რამ არ გაჟღერებულა ბრიფინგებზე და რატომ ვამძიმებთ სიტუაციას, ისედაც ყველანი განვიცდით. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმაც ისაუბრა – ეს არ არის სასიხარულო ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ ბრიფინგზე შევიტყვეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, ბრალი არ თქმულა. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამას მივესალმები. ცუდია ფაქტები, როდესაც არ აღიარებენ დანაშაულს და არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. გუშინ გენერალური პროკურატურის ბრიფინგზე გავიგეთ, რომ საუბარია უკანონო შემოსავლებზე, არ გაჟღერებულა სიტყვა ქრთამი, ღალატი და კორუფცია, ამიტომ ვაცადოთ გამოძიებას აწარმოოს საქმე კანონიერების ფარგლებში. გუშინ ღარიბაშვილის ადვოკატმა ბრძანა, რომ ექს პრემიერი გააკეთებს განცხადებას უახლოეს დღეებში და არაფერი დაიმალება. ჩვენ გვჭირს რაღაც ფსიქოლოგიური სენი – სოციალურ ქსელებში ვართ ვირუსოლოგებს, პოლიტოლოგებს და ა.შ ყველაფერი ვიცით და ყველგან ვართ. ამ სიტუაციაში, ცოტახნით დავოკდეთ, მივცეთ მოვლენებს ლოგიკური განვითარების საშუალება და დავიჯეროთ, რასაც გვეუბნებიან. ვერავინ დამაჯერებს რომ 2004-12 წლების სასჯელაღსრულების სისტემა შესადარებელია იმასთან, რასთანაც გვაქვს ახლა საქმე. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა და გადაღებულია კიდეც როგორ გამოდიოდა ირაკლი ღარიბაშვილი მოდულის შენობიდან – მას არ ეტყობოდა არაფერი არც ნაწამების, არც ფსიქოლოგიური ზეწოლის. ჩვენ ვიცით აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა რა მეთოდებით მიმდინარეობდა წინა ხელისუფლების დროს,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები