პუტინი აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს „არამეგობრულ აქტს“ უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს „არამეგობრულ აქტს“ უწოდებს. მისივე შეფასებით, აღნიშნული რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს არ აძლიერებს.

„პოლიტიკურ ნაწილზე თუ ვიტყვით, ეს, რა თქმა უნდა, არამეგობრულია რუსეთის მიმართ, ეს აშკარაა. და ეს [აქტი] არ აძლიერებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რომელიც ახლა იწყებდა აღდგენას“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.

გუშინ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდვები დაუწესდათ „როსნეფტს“, „ლუკოილს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გააუქმა პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა ბუდაპეშტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები