დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს 30 ოქტომბერს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს 30 ოქტომბერს შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურში განაცხადეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინის შეხვედრა სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის თაობაზე გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები