რუსულმა თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
რუსულმა თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, – ამის შესახებ ლიეტუვის სამხედრო ძალებში განაცხადეს.
მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო ორი თვითმფრინავი – გამანადგურებელი და სატრანსპორტო – რომლებიც სამხრეთ-დასავლეთიდან, კალინინგრადის ოლქიდან გამოჩნდნენ.
„ეს არის საერთაშორისო სამართლისა და ლიეტუვის ტერიტორიული სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ“, – დასძინა მან.