ComCom-მა „აგრომედია” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „აგრომედია“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. 2023 წლის მაისში, ComCom-მა არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც, გამოვლინდა პროდუქტის განთავსების წესის დარღვევები. კერძოდ, ეთერში გასული სიუჟეტები შეიცავდა შეძენისკენ მოწოდებებს, ხაზგასმას პროდუქტის დადებით თვისებებსა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მაღაზიის ადგილმდებარეობის, სპეციალური შეთავაზებებისა და მომსახურების სერვისების შესახებ ინფორმაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა პროდუქციის ლოგოს მრავალჯერად ჩვენებას.

ვინაიდან ტელეკომპანია „აგრომედიას” ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არც ერთი სახე არ დაკისრებია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები