ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი ე.წ. შს მინისტრი ჰყავს

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი ე.წ. შს მინისტრი რობერტ კიუტი გახდა.

თანამდებობაზე მისი დანიშვნის განკარგულება დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გასცა და კოლექტივს უკვე წარუდგინა.

კიეტმა ბჟანიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს მის გამართლებას.

კიუტი მანამდე ე.წ. სუსის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

„ძალიან კარგად ვიცნობ შსს-ს თანამშრომლებს, რადგან სხვადასხვა მიმართულებით მოგვიწია გადაკვეთა. წინ წავალთ, დინამიკას არავითარ შემთხვევაში არ შევაჩერებთ, ტემპს გავზრდით. ბევრი სამუშაო იქნება, გავუმკლავდებით“, – თქვა მან.

ბჟანიამ გამოთქვა რწმენა, რომ ახალი ე.წ. მინისტრი არ გადადგამს არანაირ „ნაჩქარევ, მკვეთრ ნაბიჯებს“. მან ე.წ. რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებას მძიმე უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოება სამართალდამცავი ორგანოების უფრო აგრესიულ მუშაობას მოითხოვს.

რობერტ კიუტმა პოსტზე ვალტერ ბუთბა შეცვალა, რომელიც ე.წ. უწყებას 2021 წლის დეკემბრიდან უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები