აჭარის მთავრობა – ბათუმის სტადიონი უძრავი ქონების ოსკარის მოლოდინშია

FIABCI-ის ოსკარად წოდებულ უძრავი ქონების მსოფლიო დაჯილდოებაზე ბათუმის სტადიონი საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზეა წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული საერთაშორისო პროექტების ვინაობა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

„ბათუმის სტადიონი უძრავი ქონების ოსკარის მოლოდინშია. რამდენიმე საათში, ქალაქ მაიამიში გაირკვევა 2023 წლის ნომინაციებში გამარჯვებული საერთაშორისო პროექტების ვინაობა. ვგულშემატკივრობთ ჩვენს სტადიონს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები