ზესტაფონის მერი მშობლიურ სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო

ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე მშობლიურ სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეთორმეტეკლასელთა ბოლო ზარის ღონისძიებებს ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე ზაზა ხვედელიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შროშის და წევის საჯარო სკოლებშიც დაესწრო.

მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს, მერმა სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

“მოხარული ვარ, რომ ბოლო ზარის ღონისძიებას ჩემს მშობლიურ სკოლაში დავესწარი. მთელი გულით ვულოცავ ყველა მეთორმეტეკლასელს სკოლის დამთავრებას. მათ წინ ახალი და საინტერესო გზა ელით, ახალი გამოცდილებებითა და ურთიერთობებით და მინდა, წარმატებები ვუსურვო”, – აღნიშნა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები