ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ევროკავშირი მართლა სერიოზულად ფიქრობს გაფართოებასა და საქართველოზე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზე, მაშინ ამ წელს კანდიდატის სტატუსი საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს

დიდი ხნის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში იყო ტექნიკური ნაბიჯი, რომელსაც ქვეყანა მიიღებდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს უკვე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი გახდა. ანუ, ეს აღარ არის უკვე სიმბოლური და ტექნიკური საკითხი. შესაბამისად, თუ ევროკავშირი მართლა სერიოზულად ფიქრობს გაფართოებასა და საქართველოზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე, მაშინ ამ წელს კანდიდატის სტატუსი საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს. არა იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა – ჩვენ ამას ვიმსახურებთ იმ მიღწევებით და რეფორმებით, რომელიც საქართველოს მიღწეული აქვს. თუ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისთვისაც, რადგან ამ შემთხვევაში ფაქტობრივად გაჩნდება განცდა, რომ ევროკავშირი უარს ამბობს ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე და ამ რეგიონს უტოვებს რუსეთს იმისთვის, რომ მან გააძლიეროს თავისი გავლენის სფერო“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები