ბაჩო დოლიძე: ყველას ახსოვს ის დაპირებები, რასაც იძლეოდნენ, სანამ მოვიდოდნენ პარტიის მმართველობაში – ჩვენი ამომრჩეველი დააჯერეს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათ შეეძლოთ უფრო სწრაფად

“ნიკა მელიას თავი რომ დავანებოთ, ყველას ახსოვს ის დაპირებები, რასაც იძლეოდნენ, სანამ მოვიდოდნენ პარტიის მმართველობაში”,  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამბობდნენ, რომ იქნებოდა უწყვეტი აქციები და ამ ყველაფრით რეზულტატს დადებდნენ. ჩვენი ამომრჩეველი დააჯერეს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათ შეეძლოთ უფრო სწრაფად. სამწუხარო რეალობაა, რასაც ვუყურებთ ამდენი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა დოლიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.

„ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას”, – ეს არის ციტატა, რომელიც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერა.

მელიას განცხადებიდან ისმის ერთგვარი აღიარებაც, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები და მოსახლეობა იჩაგრებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები