სოზარ სუბარი: ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ არაადამიანური და სასტიკი რეჟიმი ჰქონდათ და მოსახლოებას ჩაგრავდნენ

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ არაადამიანური და სასტიკი რეჟიმი ჰქონდათ და მოსახლეობას ჩაგრავდნენ, აღიარა როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ჩამოიტყუეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რადგან ერთმანეთთან შიდა ბრძოლაში სჭირდებოდათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„მელიამ ასევე აღიარა, რომ დღეს პარტიაში აქვთ არაფორმალური მმართველობა და იმ არაფორმალურ მმართველებს, როგორც მთელ პარტიას, აქვს უარყოფითი რეიტინგი და სადაც წავლენ ეს ლიდერები, ეს უარყოფითი რეიტინგიც გადაჰყვებათ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.

„ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას”.- ეს არის ციტატა, რომელიც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერა.

მელიას განცხადებიდან ისმის ერთგვარი აღიარებაც, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები და მოსახლეობა იჩაგრებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები