ბევრი ჩვენი პარტნიორი და კოლეგა ხედავს არსებით პროგრესს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით – ირაკლი ჩიქოვანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი და კოლეგა ხედავს არსებით პროგრესს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით.
„არის ძალიან ბევრი პოზიტიური გამოეხმაურება. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი პროგრესი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, თუმცა, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“, – აცხადებს ჩიქოვანი.