ვგეგმავთ, რომ ივნისის ბოლომდე ყველა რეკომენდაციის შესრულება დავასრულოთ – ნიკოლოზ სამხარაძე

“რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი შესრულებულია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ივნისის ბოლომდე ყველა რეკომენდაციის შესრულება დავასრულოთ”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი შესრულებულია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ივნისის ბოლომდე ყველა რეკომენდაციის, რომელიც ევროკომისიის მხრიდან იყო მოწოდებული, შესრულება დავასრულოთ და უკან გავუგზავნოთ ევროკომისიას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ზოგადად, რეფორმები სრულდება. ეს რეფორმები გაგრძელება, რადგან ჩვენ ასევე გვაქვს აღებული სხვა ვალდებულებები“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები