შალვა პაპუაშვილი: ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია – სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს

ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი ახლა სრულად აცნობიერებს საკუთარ გეოპოლიტიკურ როლს როგორც ფართო რეგიონში ევროპაში, ისე მათ შორის იმ რეგიონში, რომელსაც სამხრეთ კავკასია ჰქვია. ახლა დარჩენილია მთავარი ნაბიჯი – პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აქ საუბარი მხოლოდ სტატუსის მინიჭებაზე აღარ უნდა იყოს, საუბარი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე.

ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, ლიდერია ასოცირების ტრიოში და არის იმ პოზიციებზე, რომელზეც სხვა კანდიდატი ქვეყნები არიან. სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები