“ზელენსკის კრიტიკა გამოიწვია მისი განცხადების ბუნდოვანებამ” – ნიკოლოზ სამხარაძე

„მე ვერ მივხვდი, ბელარუსთან ერთად რატომ იყო საქართველო მოხსენიებული“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

“ჩემთვის რთული გასაგები იყო, რას გულისხმობდა ზელენსკი თავის განცხადებაში, ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან ვერ გავიგე, რა კონტექსტში მოიხსენია ბელარუსი და შემდეგ რა კონტექსტში მოიხსენია საქართველო. ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ჯერ კიდევ ვერ ხედავს სიგნალებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები, თუ მათ ამის სურვილი აქვთ, იგულისხმება აქ ევროპული ნაწილი, რადგან რუსეთი ბევრ სახელმწიფოს ესაზღვრება ასევე აზიაშიც, უნდა გახდნენ ნატოს წევრები, ამას რა თქმა უნდა, ჩვენც ვეთანხმებით, რადგან ევროპულ ნაწილში ჩვენ და უკრაინა დავრჩით, რომლებსაც გვაქვს გაცხადებული მიზნად ნატოს წევრობა და ჯერ არ ვართ. მოგეხსენებათ, ბელარუსს არ აქვს ამის სურვილი.

ჩემთვის ბუნდოვანი იყო რა კონტექსტშიც საქართველო მოიხსენია, ამიტომ ვერ გეტყვით იმას, რომ ეს ან კარგი იყო ან ცუდი იყო, რადგან ცოტა ბუნდოვანი იყო და მე ვერ მივხვდი, ბელარუსთან ერთად რატომ იყო საქართველო მოხსენიებული.
კრიტიკა გამოიწვია სწორედ იმან, რომ ბუნდოვანი იყო საქართველოს ხსენება ბელარუსთან კონტექსტში. ამის გამო მოხდა გაკრიტიკება, თუმცა, ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, გაუგებარია, რა კონტექსტში იყო ეს ნათქვამი.

შემთხვევები, მათ შორის, ახლო წარსულში, როცა ზელენსკის განცხადებები ემთხვეოდა საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს, გაიხსენეთ სააკაშვილის საკითხიც. მე ამას არ ვუღრმავდები და ფილოსოფიური თვალით არ ვუყურებ, რატომ აკეთებს, დამთხვევაა, მიზანმიმართულია თუ ასე შემდეგ,” – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები