მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები და მზაობა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარი დაუჭირონ
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მოლდოვაში ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იყო უმაღლეს დონეზე კომუნიკაციისთვის, რათა ევროპელ ლიდერებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება ყოფილიყო.
„ზოგადად, უნდა ითქვას, რომ საქართველოს მხრიდან პოლიტიკური ნება ყველა დონეზე დაფიქსირებულია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე ეს კომუნიკაცია, რაც შედგა და კარგი შესაძლებლობა იყო პრემიერმინისტრის ყოფნა მოლდოვაში, ამ ფორმატში, სადაც ლიდერებთან ჰქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
ჩვენ მოვისმინეთ ის განცხადებები, რაც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით და მზაობა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარი დაუჭირონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.