“ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს გაცილებით უკეთესი პროგრესი აქვს, ვიდრე – ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს” – ირაკლი ჩიქოვანი

“ქვეყანას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი პროგრესი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს – რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ევროკომისიამ უნდა მიიღოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.

„ჩვენი ბევრი პარტნიორი და კოლეგა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საქართველოს არსებით პროგრესს ხედავს. ბევრი პოზიტიური გამოხმაურებაა, თუმცა მოვლენებს წინ არ უნდა გავასწროთ. საქართველოს ნამდვილად არაფერი ჰქონდა პრობლემური შარშან, როცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვცეს. საქართველო მთელი ათწლეულების მანძილზე იყო გამორჩეული ლიდერი ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თვალსაზრისით. ფაქტობრივად, ოპოზიციას საკითხი იარაღად აქვს.

რეალურად კი, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსიანი პოლიტიკა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის და მხოლოდ ამ თემაზე არიან გამოკიდებულები. ვხედავთ, რომ მათი მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები ხდება და თავად რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერს აკეთებენ, ამ პროცესს მაღალი პოლარიზაციის მისაღწევად იყენებენ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები