ამირან სალუქვაძე – პრემიერის ვიზიტზე: ნებისმიერი ასეთი შესაძლებლობა, ევროკავშირის ლიდერებს ესაუბრო – რა კეთდება რეფორმების მხრივ, 12 პუნქტთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია

ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე მოლდოვაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ვიზიტს აფასებს. როგორც მან “კვირასთან” საუბარში განაცხადა, ყველა ვიზიტი, რომელიც ამ ბოლო დროს განხორციელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის შესაძლებლობა, ევროპელ პარტნიორებს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ლიდერმა პირადად გააცნოს.

“იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის შიგნით “დუღილია” და დარაზმული არიან იქითა ფლანგზე, რომ როგორმე ჩავარდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ნებისმიერი ასეთი შესაძლებლობა, ევროკავშირის ლიდერებს ესაუბრო პირადად და გააცნო, რა კეთდება, რეფორმების მხრივ, 12 პუნქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს სამიტი არის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველა ვიზიტი, რომელიც ამ ბოლო დროს განხორციელდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი იქნებოდა, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი დაწყებული პრეზიდენტით და ოპოზიციის წარმომადგენლებით, დარაზმულები იყვნენ იმ მიზნით, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. სამწუხაროდ, ამ სურათს ვერ ვხედავ, თუმცა, მთავრობა აგრძელებს აქტიურობას ამ კუთხით. აქტიურად მუშაობს პარლამენტში უმრავლესობა”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ამირან სალუქვაძის თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერის მონაწილეობის შესახებ პოზიტიური მოლოდინები აქვს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს, რადგან ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესშიცაა.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში
მონაწილეობს

“მაქვს მოლოდინი ამ ვიზიტებიდან და იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გააკეთა იგივე შარლ მიშელმა და სხვებმა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ყველაფერი არის დამოკიდებული თქვენზე, როგორ დაასრულებთ ამ რეფორმებს. ცალმხრივად მუშაობას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ევროპა აფასებს, რომ პოლიტიკური სუბიექტები ერთად უნდა მუშაობდნენ, უნდა ხედავდნენ, პოლიტიკური სუბიექტების შეთანხმებულ მუშაობას ევროინტეგრაციის მიმართულებით. დეპოლარიზაციასაც ამიტომ ითხოვენ.

ამ ბოლო ორ ვიზიტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ბევრი რამე უცნობია, ალბათ, ნელ-ნელა პრემიერის განცხადებებიდან გაირკვევა, რა საუბრები ჰქონდა, რა შეთანხმებებს მიაღწია და ა.შ.
მე მაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, ალოგიკური იქნება სხვა გადაწყვეტილების მიღება, ეს არ არის არც საქართველოს და არც ევროკავშირის ინტერესებში. ერთადერთი ვისაც აწყობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ვიყოთ წარუმატებელი არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით – „უსაფრთხოება“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი

თემატური დისკუსია ორი ქვეყნის – გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერმინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს.

დისკუსიის ფარგლებში, ასევე, აქტუალური იყო საქართველოს საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიტ ობორი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები