“კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს” – რატი იონათამიშვილი

„ცხადია, კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს – საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს“, – ამის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

„ზუსტად მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მხრიდან ევროპული პერსპექტივა მოგვეცა, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საკითხით სპეკულაცია დაიწყო.

გვახსოვს, როცა ევროპულ პერსპექტივაზე რადიკალური კამპანიის აგორება სცადეს. ცხადია, რომ მათი რადიკალური დღის წესრიგი არასდროს განხორციელდება, მაგრამ საერთო საქმისთვის უკეთესი იქნება, რომ რაც უფრო ნაკლებია პოლარიზაციის ხარისხი ჯანსაღი დისკუსიისთვის მით მეტი სივრცე დარჩება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები