ComCom-მა “ბი-ემ-ჯი” სპონსორობის წესის დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ “ბი-ემ-ჯი” სპონსორობის წესების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. 2023 წლის აპრილში, ComCom-მა მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი ჩაატარა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევები. კერძოდ, სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, ასევე, მის სპეციალურ მახასიათებლებზე, ნიშანთვისებებსა და უპირატესობებზე ხაზგასმას. გამომდინარე იქედან, რომ ტელეკომპანია “ბი-ემ-ჯი”-ს მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი შინაარსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები