ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „მარკეტინგს მიღმა“ ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „მარკეტინგს მიღმა” ჩატარდა. შეხვედრას მარკეტერი გიორგი გოგეშვილი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის დახვეწისა და განვითარების მიმართულებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სემინარი მოიცავდა სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს, კერძოდ: წესები და სტრატეგიები, რომელთა არცოდნასაც ათიდან ცხრა სტარტაპი ეწირება; სხვაობა კარგ და წარმატებულ სტარტაპერს შორის; მომხმარებლის როლი და ბიზნეს-გეგმა თანამედროვე სამყაროში.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს ატარებს.