ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები ისე გაიარა, რომ არავინ დაგვწამა ქსენოფობია, ამაზე დაიწყოს საუბარი – სალომე ზურაბიშვილი

“ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწად-ნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 ათასს თუ 80 ათასს, ისე რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თქმითაც, ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის.

„ეს განცხადებები, რაც მოვისმინე მე დღეს ბატონი კობახიძისგამ, არ მჩვევია, რაღაც განცხადებებზე პასუხი და „პინგ-პონგი“, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწად-ნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს 70 ათასს თუ 80 ათასს ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი. მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივ რუსეთის თემა, რომ ვითომ თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას, არც საზოგადოება არც მე და სადაც საზოგადოებაა, იქ მე ვიქნები!

ჩვენ გვევალება ყველას, რომ ღირსებით შევხვდეთ 26 მაისს. სიტყვები, რაღაც დიდი ემოციები, ეს დიდი დროშები, რომლებიც ქუჩებშია გამოფენილი და ზეიმები, რომელიც იმართება, არაფერს არ ნიშნავს, თუ ჩვენ არ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას ყველა ჩვენი შესაძლებლობებით. ეს იქნება როგორც არაერთხელ მითქვამს ვიზები, დაცვა ჩვენი ხალხის, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაში ყველანაირად უნდა დაწესდეს ის რეგლამენტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ხალხს. ნუ მივუშვებთ ასე!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები