პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს უსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

გომელაურმა ინტერპელაციის წესით დასმულ შემდეგ კითხვას უნდა უპასუხოს: რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 7-8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას.

ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლის, ე.წ. „წიწაკის სპრეის“, და ცრემლმდენი გაზის) გამოყენება?

შს მინისტრთან გაგზავნილ კითხვას ხელს აწერენ პარლამენტის წევრები: ხატია დეკანოიძე რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები