“ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში მედიაზე განახორციელა რეიდები, დააპატიმრა ჟურნალისტები” – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე
“რადიკალური ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია – ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში მედიაზე განახორციელა რეიდები, დააპატიმრა ჟურნალისტები, უმკაცრესი რეგულაციები შემოიღო და პირდაპირ პოლიტიკური პროდიუსერები დაუნიშნა მედიას”,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე დავით კეზერაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მან საჩივარი შეიტანა ” BBC-ის წინააღმდეგ.
„მათი ბიოგრაფია ყოველთვის გვახსენდება, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ. დღესაც, ოპოზიციაში ყოფნისას თავს ესხმიან მედიას, ცდილობენ – არალეგალური ფულით დააფინანსონ და კონტროლი მოიპოვონ მედიაზე, ამოეფარონ ჟურნალისტებს და უკვე ვხედავთ, რომ კომიკური თავდასხმებია BBC-ზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სიმართლე დაანახეს საზოგადოებამ. ეს მცდელობები საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, თავდასხმა საერთაშორისო მედიაზე, ტყუილები რომ ტელევიზიას გადაუფორმებენ თანამშრომლებს, ემსახურება იმას, რომ კეზერაშვილიდან ყურადღება გადაიტანონ”, – განაცხადა თალაკვაძემ.