ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ რეიკიავიკის ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკის სამიტის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ წარვდგებით ჩვენი ქვეყნის სახელით. მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ ვისაუბრო ყველა იმ წარმატებული საქმიანობისა და რეფორმის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა. რა თქმა უნდა, კიდევ გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც შექმნილია ევროპის კონტინენტზე. გვექნება საუბარი შიდა გამოწვევებზე. ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში იმყოფება. მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები