ავღანეთში მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ჩატარდა

    ავღანეთში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა სამთო-სადაზვერვო ბატალიონმა მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი ჩაატარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატში ბატალიონის საუკეთესო მოთამაშეებიდან 19 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
ასევე გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი, რომლებსაც სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
მათივე ინფორმაციით, ტურნირი და დაჯილდოების ცერემონიალი ბატალიონის კულტურულ-შემეცნებით ცენტრში გაიმართა.
ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ISAF-ის მისიას ასრულებს. ბატალიონის ნაწილი უკვე ძირითად ბაზაზე იმყოფება და რამდენიმე კვირაში საქართველოში გაემგზავრება.
დასასრულს უახლოვდება თავად ISAF-ის მისიაც და კოალიციური ძალების წარმომადგენლები საკუთარი ქვედანაყოფების რიცხოვნობას ამცირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები