მაკა ბოჭორიშვილი: შესანიშნავია მალტის პრეზიდენტის ხედვები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ის, თუ რამდენად კარგად არის აღქმული საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები

“მალტის რესპუბლიკაში ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო როგორც მალტის პრეზიდენტთან, ასევე, მალტის პარლამენტში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესანიშნავია მალტის პრეზიდენტის ხედვები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ის, თუ რამდენად კარგად არის აღქმული საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.

„მალტის რესპუბლიკაში ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო როგორც მალტის პრეზიდენტთან, ასევე – მალტის პარლამენტში. ორივე შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. განსაკუთრებით, შესანიშნავია მალტის პრეზიდენტის ხედვები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ის, თუ რამდენად კარგად არის აღქმული საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერას“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები