“ქოლცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია, დამალონ დანაშაული, რომელიც შესაძლოა, მათ გვარებამდე მივიდეს” – გია ვოსლკი

„ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ოპოზიციონერის გვარი გაჟღერდა იმ სკანდალის სიახლოვეს, რასაც ჰქვია ქოლ-ცენტრი“, – ამის შესახებ პარლამენტი პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„კომისიის შექმნის მოთხოვნა, მით უმეტეს, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებული არის ამ თემასთან, ან შეიძლება – აღმოჩნდეს დაკავშირებული, რა საკვირველია, კომისიის შექმნას სწორედ იმიტომ ითხოვენ, რომ დანაშაულის რაიმე ნიშნები დამალონ, ან საერთოდ გაემიჯნონ საერთოდ გაემიჯნონ იმ დანაშაულის, რომელიც შესაძლოა მათ გვარებამდე მივიდეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აღმაშენებლის 75 ნომერში სავარაუდო დანაშაულებრივ ქოლცენტრზე ინფორმაცია „ქრონიკამ“ მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ შენობის 25%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე, თავად ფართი კი გაქირავებულია მიხეილ არახამიაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას ძმაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები