რატი იონათამიშვილი: საქართველო ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე და სწორედ ამ, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
“თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმებაო – გვეუბნება ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცეპრეზიდენტი. ასე მკაფიოდ, რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა, აქამდე არავის უთქვამს…
ტრადიციები, კულტურა, ეროვნული ფასეულობები და საკუთარ იდენტობა არაფერში გჭირდებათ, ეს პროგრესში და ევროპულობაში ხელს გიშლითო…
საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე და სწორედ ამ, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”, – წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.