იაგო ხვიჩია: ქართველი პოლიტიკოსები რომ რევოლუციაზე ლაპარაკობენ, არ დაიჯეროთ, რევოლუციის მომწყობი ეს ხალხი არ არის

ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში რევოლუციის მომწყობი ხალხი არ არის, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

ხვიჩიას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია და ამაზე ლექციებზეც საუბრობს, თუ ახალგაზრდები კითხვას დასვამენ რევოლუციასთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება თუ შესაცვლელია, ის ნებისმიერი გზით უნდა შეცვალო, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი მცდელობა უნდა იყოს მშვიდობიანი არჩევნების გზით. ისე, რომ მერე არ გაირკვეს ვინ არის ახალი ბელადი და ამ თემაზე არ დავიწყოთ საუბარი. ქვეყანაში არჩევნებს თუ ​გიყალბებენ, ქვეყანაში თუ ტირანია და მონობა გაქვს მოწყობილი, მაშინ აჯანყება ლეგიტიმური კი არა, ერთადერთი მორალური გზაა. უბრალოდ, ჩვენ რა სიტუაციაშიც ვართ, ეს სხვა ამბავია და ზოგადად, ქართველი პოლიტიკოსები რომ რევოლუციაზე ლაპარაკობენ, არ დაიჯეროთ. ისინი ამას არ ფიქრობენ, როგორც წესი, სხვა რამეს გულისხმობენ. რევოლუცია შეყვირებებით არ ხდება. რევოლუციას სხვა ტიპის მომზადება სჭირდება, სხვა პროცესის ნაწილია, რომლის მცდელობაც კი, არასდროს არ ჰქონია ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ ასეთ რევოლუციონერებს თავის დროზე სულ ვეძებდით; ვინ იყო ასეთი ოპოზიციაში, რევოლუცია ნამდვილად ვის უნდოდა და აღმოვაჩინეთ, რომ რევოლუციის მომწყობი ეს ხალხი არ არის. ამიტომ, როდესაც ისინი რევოლუციაზე ლაპარაკობენ სერიოზულად არ ვუსმენთ, თქვენც ამას გირჩევდით. საქმის ნაცვლად, ლაპარაკთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები