გიორგი ცაგარეიშვილი: ეს ყველაფერი ოპოზიციას იმისთვის სჭირდება, რომ ყველამ იცოდეს – რაზე მუშაობს საქართველოში გამოძიება, რათა შემდგომ ეს ინფორმაცია მათ ფაშას, ბატონ კეზერაშვილს მოახსენონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოპოზიციის მიერ სპეციალურად “შემოგდებული” თემაა.
მისი განმარტებით, ეს ყველაფერი ოპოზიციას იმისთვის სჭირდება, რომ ყველამ იცოდეს, რაზე მუშაობს საქართველოში გამოძიება, რათა შემდგომ ეს ინფორმაცია დავით კეზერაშვილს მოახსენონ.
“სიმართლე არ დაიმალება, ამ სიმართლეს არ სჭირდება არცერთი პოლიტიკური ჯგუფის აქტიურობა. ეს არის სწორედ ჩვენი ოპოზიციის მიერ სპეციალურად “შემოგდებული” იმისთვის, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს, მთელი დოკუმენტაცია იყოს გამოტანილი საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და იყოს მოტანილი პარლამენტში. შემდეგ კი, ვაფრიალოთ ეს ყველაფერი აქ და ყველამ იცოდეს რაზე მუშაობს საქართველოში გამოძიება და ეს ყველაფერი მოახსენონ შემდგომ, მათ ფაშას ბატონ კეზერაშვილს”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.