ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელთა დასახმარებლად ინვენტარს და მედიკამენტებს გზავნის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა. როგორც სერგეენკომ თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ის, რომ საქართველოს უკრაინისათვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინელებს ქართული მხარე მედიკამენტებს და საჭირო სამედიცინო ინვენტარს გაუგზავნის. ამასთან, სერგეენკომ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტის ზონებში დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა მკურნალობა საქართველოში განაგრძოს. “სამასზე მეტი ადამიანია, რომელთაც თირკმლის დიალიზი სჭირდებათ, დასახარჯი მასალა უკვე ილევა, ჩვენ ამ მასალას გამოვუგზავნით, რომ დიალიზით უზრუნველყოფილები იყვნენ. ბავშვთა ასაკში პრაქტიკულად იწურება ვაქცინების მარაგი, ჩვენ ვაქცინებითაც დავეხმარებით. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას დიაბეტით დაავადებული უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ასევევ ელევათ მედიკამენტები ამ კუთხითაც დავეხმარებით. ასევე გამვუგზავნით პირველადი დახმარების სამედიცნო ნაკრებებს და რამდენიმე გენერატორს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა. როგორც სერგეენკომ თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ის, რომ საქართველოს უკრაინისათვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინელებს ქართული მხარე მედიკამენტებს და საჭირო სამედიცინო ინვენტარს გაუგზავნის. ამასთან, სერგეენკომ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტის ზონებში დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა მკურნალობა საქართველოში განაგრძოს. “სამასზე მეტი ადამიანია, რომელთაც თირკმლის დიალიზი სჭირდებათ, დასახარჯი მასალა უკვე ილევა, ჩვენ ამ მასალას გამოვუგზავნით, რომ დიალიზით უზრუნველყოფილები იყვნენ. ბავშვთა ასაკში პრაქტიკულად იწურება ვაქცინების მარაგი, ჩვენ ვაქცინებითაც დავეხმარებით. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას დიაბეტით დაავადებული უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ასევევ ელევათ მედიკამენტები ამ კუთხითაც დავეხმარებით. ასევე გამვუგზავნით პირველადი დახმარების სამედიცნო ნაკრებებს და რამდენიმე გენერატორს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.