ზელენსკიმ ანტიკორუფციული სააგენტოების წინააღმდეგ მიმართულ კანონს ხელი მოაწერა, რასაც აქციები მოჰყვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ორგანოებს – ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას გენერალურ პროკურორს უქვემდებარებს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების შესუსტების მიზანი რუსული ჩარევის აღმოფხვრა იყო. კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი მის გარემოცვას გამოძიებებზე უზარმაზარ გავლენას მიანიჭებს.

როგორც უცხოური მედია წერს, კანონმა უკვე გამოიწვია უკრაინელი აქტივისტებისა და მედიასაშუალებების აღშფოთება და შესაძლოა, უკრაინის ურთიერთობებს მის დასავლელ მხარდამჭერებთან ზიანი მიაყენოს და ევროკავშირში გაწევრიანების შანსები შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

კიევში 2000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე. დემონსტრანტები, რომლებიც პრეზიდენტის ოფისთან შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ „ვეტო კანონს!“. აქციები ასევე გაიმართა დნიპროში, ლვივში, ოდესასა და სუმიში. მედიის ინფორმაციით, ეს იყო ქვეყნის პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია ომის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები