ლევან იოსელიანი: ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ

ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვის შედეგად, უკვე აქვთ გარკვეული წინსვლა თავიანთი შვილების ინტერესების სასარგებლოდ.

„ჩემი მხრიდან შემიძლია დავადასტურო, რომ სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში მუშაობას. იმედი მაქვს,  რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლი და შესაძლებელი იქნება, შესაბამისი მკურნალობით უზრუნველყოფა“, – წერს ლევან იოსელიანი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიანი პროტესტი შეწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები